ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, შუამთის ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

ვარკეთილში თბილისის განვითარების ფონდის კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შუამთის ქ. N40ა-ში იწყება, საცხოვრებელი ფართებით კი ელდარის ქ. N12-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი დაკმაყოფილდება.

„აღნიშნულ მისამართზე თანამედროვე, 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ახალ კორპუსში ფართები გადაეცემა ელდარის ქ. N12-ში, ყოფილი 109-ე სკოლის შენობაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. ამ ეტაპზე, ტერიტორია შემოსაზღვრულია და დაწყებულია წინამოსამზადებელი სამუშაოები. უშუალოდ მშენებლობის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის ფარგლებში აშენდება 7 630 კვ.მ ფართობის შენობა, სადაც განთავსდება: ორი კომერციული ფართი, 22 ავტოსადგომი და 129 ბინა, საიდანაც 55 ოჯახს სრულად გარემონტებული საცხოვრებელი ბინები გადაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს