„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ელ. კომერციის თემაზე ვორკშოპი გაიმართა

„საქართველოს ბანკის“ ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მეწარმე ქალებისთვის ვორკშოპი — „პროდუქტის განთავსების მნიშვნელობა მარკეტფლეისზე“ გაიმართა. ღონისძიებას EXTRA-ს მარკეტინგის დირექტორი, მარიშა გოგოლაური უძღვებოდა.

ვორკშოპის მონაწილეებმა პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე გაიგეს, თუ როგორ ეხმარება მარკეტფლეისი მცირე და საშუალო ბიზნესს ოპერაციული პროცესების გამარტივებაში, დროისა და ხარჯების დაზოგვაში, გაყიდვების ეფექტიანად ზრდაში და ბრენდის სწორი პოზიციონირების უზრუნველყოფაში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა Buy Box-ის მნიშვნელობაზე ელექტრონულ კომერციაში, გაყიდვების მრავალფეროვან არხებსა და პროდუქტის როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ სივრცეებში სწორად წარმოჩენის მნიშვნელობაზე.

ღონისძიება ინტერაქციული ფორმატით წარიმართა, რის შედეგადაც მონაწილე მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსპერტთან ერთად საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები გაეზიარებინათ და პრაქტიკული რჩევები მიეღოთ.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ რესურსს, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით ქმნისმათ შორის საგანმანათლებლო პროგრამებს, შეთავაზებებს, სექტორულ ანალიზებსა და შეხვედრებს.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება