ბაზისბანკის მხარდაჭერით აგრო-ჰაკათონი AgriHacks 2025 გაიმართა

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, 25-26 ოქტომბერს, ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართა აგრო-ჰაკათონი AgriHacks 2025.

ჰაკათონი მიზნად ისახავდა ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეების მქონე ადამიანების დაკავშირებას კომპანიებთან და ორგანიზაციებთან მათი ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ასევე, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების ინოვაციური აზროვნებისა და უნარების განვითარებას, ჩართულობის გაზრდას საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში.

წელს, აგროტექნოლოგიურ ჰაკათონზე ახალგაზრდებმა წარმოადგინეს იდეები, რომლებიც სოფლის მეურნეობას ახალ შესაძლებლობებს უხსნის. საბოლოოდ, გუნდებმა წარადგინეს პროტოტიპები ჟიურის წინაშე და გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ბაზისბანკისგან სპეციალური ფულადი პრიზით გუნდი “ARE” დაჯილდოვდა.

ბაზისბანკი მუდმივად არის ჩართული პროექტებში, რომლებიც ქვეყანაში აგრო სექტორის მიმართულების განვითარებას უწყობს ხელს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ინოვაციური იდეების წახალისებას სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება