არჩილ გორდულაძე - იმდენად დიდია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტები, რომ მათი სარჩელში მოქცევა მარტივი არ არის - მთავარი არის არა ის, როდის შევა სარჩელი, არამედ ის, რომ პოლიტიკა აგენტურული ქსელისგან უნდა გათავისუფლდეს

იმდენად დიდია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტები და მაგალითები, რომ მათი კონსტიტუციურ სარჩელში მოქცევა მარტივი ამბავი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რატომ გაჭიანურდა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება.

მისივე თქმით, აქ მთავარი არ არის კონკრეტული თარიღი, როდის შევა სარჩელი, არამედ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს პოლიტიკა აგენტურული ქსელისგან გათავისუფლდეს.

„იმდენად დიდია კოლექტიური „ნაცმოძრაობის” მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტები და მაგალითები, რომ მათი კონსტიტუციურ სარჩელში მოქცევა მარტივი ამბავი არ არის. წარმოიდგინეთ 22-23 წლიანი ისტორიაა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე გამოცდილებისა და გამოწვევებისა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად დეტალურად ყოფილიყო სარჩელში ასახული. მათ შორის, ტექნიკური საკითხები.

აქ მთავარი კონკრეტული თარიღი არ არის, როდის შევა, არამედ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს პოლიტიკა აგენტურული ქსელისგან უნდა გათავისუფლდეს”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძის თქმით, ისინი დარწმუნებული არიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ერთადერთ კანონიერ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან და არაკონსტიტუციურ პარტიებს აკრძალავს.

„როგორც ნებისმიერ მოსარჩელეს, გვაქვს თავდაჯერება იმისა, რომ ჩვენ მიერ მომზადებული სარჩელი იმდენად დასაბუთებულია, იმდენად ბევრია ფაქტობრივი გარემოება და იმდენად საქვეყნოდ ცნობილია კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში” შემავალი პარტიების კონსტიტუციური და არამხოლოდ, დანაშაულის ჩადენა, რომ დარწმუნებულები ვართ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ერთადერთ კანონიერ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან და არაკონსტიტუციურ პარტიებს აკრძალავს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება