სერგეი ლავროვი - რუსეთი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთგული დარჩება უკრაინაში კრიზისის მოგვარების პრინციპების, რომლებიც ალასკაში რუსეთ-ამერიკის სამიტზე შეათანხმეს

რუსეთი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთგული დარჩება უკრაინაში კრიზისის მოგვარების პრინციპების, რომლებიც ალასკაში რუსეთ-ამერიკის სამიტზე შეათანხმეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„უკრაინაში შეიარაღებულ კონფლიქტს სწორედ ნატო-ს ევროპელი წევრები ახანგრძლივებენ კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდებით და მისთვის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის გაწევით. ევროპული ქვეყნების უმეტესობის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია დაარწმუნოს, უარი თქვას იდეაზე, რომელიც უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას მისი ძირეული მიზეზების მოლაპარაკებების მაგიდასთან აღმოფხვრის გზით ითვალისწინებს“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, მოსკოვი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის კრიზისის მოგვარების მიმართ ერთგული დარჩება.

„თუმცა, ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი გულწრფელად ერთგული დარჩება უკრაინის კრიზისის მოგვარების და ანკორიჯის სამიტზე შემუშავებული პრინციპების მიმართ, რომლებიც ამერიკული წინადადებების საფუძველზე შემუშავდა“, - აღნიშნა ლავროვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს