საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე CERN-ის მეცნიერებსა და გლობალური ექსპერიმენტების ლიდერებს - ტიციანო კამპორეზისა და ანდრეი გოლუტვინს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ცნობილ მეცნიერებს - CERN-ში მიმდინარე გლობალური CMS-ექსპერიმენტის ლიდერს, პროფესორ ტიციანო კამპორეზისა და CERN-ის SHIP ექსპერიმენტის სპიკერს, Imperial College London-ის (დიდიბრიტანეთი) ფიზიკის მიმართულების პროფესორს, ანდრეი გოლუტვინს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სამუშაო შეხვედრის მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის ხელმოწერილი ახალი მემორანდუმების ფარგლებში სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციების შესახებ მსჯელობა იყო.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ლიდერი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი CERN-ში, პროფესორი ზვიად წამალაიძე და სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრი, დოქტორი ირაკლი ლომიძე.

მხარეებმა ისაუბრეს CERN/CMS ექსპერტიმენტის მეორე ფაზის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, მომავლის ციკლური კოლაიდერის - FCC-ის რეალიზების პირველი ეტაპის სამუშაოებსა და CERN/SHIP ექსპერიმენტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა მონაწილეობის შესახებ.

აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, CERN-ის მიმდინარე და სამომავლო გლობალურ ექსპერიმენტებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის აქტიური ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში როგორც სტუ-ის, ასევე ქართველ მკვლევართა ინტეგრაციისა და ქმედითად პოზიციონირების მხრივ. როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნულ პროცესებში სულ უფრო მეტად ცდილობს ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ჩართვას.

როგორც CERN-ის მეცნიერებმა აღნიშნეს, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია საუკეთესო შეფასებას აძლევს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობას და დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე CMS ესპერიმენტში სტუ-ის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფის მიღწევებს, ასევე, დიდად აფასებს CMS კოლაბორაციაში უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ქმედით მხარდაჭერას; შესაბამისად, CERN-ი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და მის მეცნიერებს არსებული და მომამავლის კოლაბორაციების შეუცვლელ წევრებად მოიაზრებს.

სტუ-ის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, CERN-ის მეცნიერები - პროფესორები ტიციანო კამპორეზი და ანდრეი გოლუტვინი, შეხვდებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორს, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ლიდერ, პროფესორ ზვიად წამალაიძესა და CERN-LHC ჯგუფის წევრ მეცნიერებს, რომლებთან ერთადაც კოლაბორაციის უახლოეს სამოქმედო გეგმას განიხილავენ. გარდა ამისა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მეცნიერები სტუ-ის მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციებს გამართავენ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო