სერგეი ლავროვი მინსკში პიტერ სიიარტოს შეხვდა

სერგეი ლავროვი მინსკში პიტერ სიიარტოს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მინსკში, ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან გამართულ შეხვედრაზე „ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისა და სხვადასხვა აქტუალური საერთაშორისო საკითხები განიხილა“.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლავროვმა და სიიარტომ „უკრაინაში უმცირესობების უფლებების პატივისცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს“.

„უკრაინასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვისას აღინიშნა ეროვნული უმცირესობების უფლებების პატივისცემის მნიშვნელობა, მათ შორის ენობრივი და რელიგიური უფლებების, რომლებიც კიევის რეჟიმის მიერ სისტემატურად ირღვევა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს