ელენე ხოშტარია - საქართველო რუსეთის კოლონია არასდროს, არასდროს გახდება, თანამედროვე ორჯონიკიძეები კი არასდროს, არასდროს დაგვავიწყდება! - ბოლომდე!

ამ ხელისუფლების მიერ პარტიების აკრძალვა ისევე უკანონოა, როგორც მთლიანად ეს არალეგიტიმური, რუსული ხელისუფლება, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს ეხმაურება სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ.

როგორც ხოშტარია წერს, თანამედროვე ორჯონიკიძეები არასდროს დაავიწყდებათ.

“ამ ხელისუფლების მიერ პარტიების აკრძალვა ისევე უკანონოა, როგორც მთლიანად ეს არალეგიტიმური, რუსული ხელისუფლება. დღეს რაც ბიძინას მონა პაპუაშვილმა ილაპარაკა, როგორც გადაწერა საქართველოს თანამედროვე ისტორია, არის რუსების მიერ შეთხზული და მოგონილი მათი კოლონიის ისტორია. საქართველო რუსეთის კოლონია არასდროს, არასდროს გახდება. ხოლო ეს თანამედროვე ორჯონიკიძეები კი არასდროს, არასდროს დაგვავიწყდება!

ბოლომდე! -წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს და სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს