ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2016-2025 წლებში მოქმედი სამეცნიერო გუნდის „პლეისტოცენის გარდატეხები კავკასიაში: ჰომინინები, გარემო და კულტურა” არქეოლოგიური და პალეობიოლოგიური კვლევის ანგარიშის წარდგენა გაიმართება

31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2016-2025 წლებში მოქმედი სამეცნიერო გუნდის „პლეისტოცენის გარდატეხები კავკასიაში: ჰომინინები, გარემო და კულტურა” (PTC – “Pleistocene Turnovers in the Caucasus: Hominins, Environment, and Culture”) არქეოლოგიური და პალეობიოლოგიური კვლევის ანგარიშის წარდგენა გაიმართება. ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, G106 დარბაზში ანგარიშის წარდგენა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ ნიკოლოზ წიქარიძის ხელმძღვანელობით გაიმართება.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ცუცხვათის, საკაჟიას, ორთვალას და წოფის მღვიმეებში ჩატარებული უახლესი და გარდამტეხი აღმოჩენები ნეანდერტალელთა და ანატომიურად თანამედროვე ადამიანთა გავრცელების შესახებ.

„31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ ნიკოლოზ წიქარიძის ხელმძღვანელობით 2016-2025 წლებში მოქმედი სამეცნიერო გუნდის „პლეისტოცენის გარდატეხები კავკასიაში: ჰომინინები, გარემო და კულტურა” (PTC – “Pleistocene Turnovers in the Caucasus: Hominins, Environment, and Culture”) არქეოლოგიური და პალეობიოლოგიური კვლევის ანგარიშის წარდგენა.

დამსწრეები ასევე გაეცნობიან ახალ სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევის შედეგებს, მიმდინარე სამეცნიერო ლანდშაფტს, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივებს.

კვლევები განხორციელდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ლუის ლიკისა და გერდა ჰენკელის სამეცნიერო ფონდების, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრის (CNRS) მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი შემოწირულობებით.

მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის