გედევან ფოფხაძე და აქტივისტები პარლამენტთან შიმშილობას იწყებენ

გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დღეიდან შიმშილობას იწყებს.

მასთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. ფოფხაძის ინფორმაციით, შიმშილობს ჯამში ხუთი პირი.

მათი მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ "პოლიტპატიმრები" და "დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები".

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, საჭიროა შიმშილობით პროტესტის ახალი კერის გაჩენა.

„შეიქმნა ისეთი რეალობა, როდესაც პროტესტის მონაწილეებს ყოველდღიურად იჭერენ. ქვეყანა დიდი ნაბიჯებით მიდის დიქტატურისკენ, ერთადერთი, რაც ამ პროცესს შეაჩერებს არის პროტესტის ახალი ფორმა. თუ ჩვენ არ შევთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოს გაყალბებული არჩევნებით არჩეული პარლამენტი და პოლიტპატიმრები, ქვეყანა ვერ განვითარდება. ქუჩის გადაკეტვა არ არის პროტესტის ერთადერთი ფორმა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. შიმშილობით უნდა მოვახდინოთ პროტესტის ახალი კერის გაჩენა. რასაც ხელისუფლება რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო აკეთებს, ამას უნდა დავუპირისპიროთ პროტესტის ახალი ფორმა. ეს არ არის რადიკალურად ახალი ფორმა, მაგრამ არის ეფექტური. ჩემი აზრით, ამ ვითარებაში ადეკვატურია იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ხელისუფლებამ შექმნა“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება