ჟინვალის ჰიდროკომპლექსი 40 წლის გახდა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ჟინვალის ჰიდროელექტროსადგური 40 წლის იუბილეს აღნიშნავს.

როგორც „ჯივიპის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჰიდროკომპლექსის იუბილესთან დაკავშირებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ვეტერანი თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია გამართა. კომპანიამ მათ წლების განმავლობაში გაწეული თავდადებული შრომისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

დღეს ჟინვალის ჰიდროკომპლექსი ქვეყნის წყალმომარაგების უმნიშვნელოვანესი ობიექტი და სიდიდით მეორე წყალსაცავია საქართველოში. კაშხლის სიმაღლე 102 მეტრია, ხოლო წყალსაცავის მოცულობა 520 მილიონ კუბურ მეტრს წარმოადგენს.

2008 წლიდან კომპლექსის ოპერირებას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ახორციელებს, რომელიც 2022 წლიდან უკვე ესპანური კომპანია Aqualia-ს მმართველობის ქვეშ არის. კომპანია მუდმივად ზრუნავს სისტემის უსაფრთხოებაზე, მართვისა და დაცვის ტექნოლოგიურ განახლებასა და ენერგოეფექტურობაზე. განახლდა ძალოვანი დანადგარები, დაინერგა თანამედროვე მონიტორინგისა და ავტომატიზებული კონტროლის სისტემები.

“GWP-სა და Aqualia-სთვის ჟინვალის ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული აქტივია. ჩვენი ყურადღება და ძალისხმევა მის უსაფრთხო და ეფექტიანად მართვისკენ არის მიმართული და მუდმივად ვზრუნავთ სისტემის ტექნოლოგიურ განახლებაზე.

მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ყოველდღიურად ზრუნავს ჟინვალის გამართულ ფუნქციონირებაზე. განსაკუთრებული მადლობა იმ ვეტერან თანამშრომლებს რომლებიც ჰიდროკომპლესის ამოქმედების დღიდან ერთგულად ემსახურებიან ჟინვალჰესს”, - განაცხადა GWP-ის გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოსმა.

ჯივიპის ცნობით, ჟინვალის ისტორია მხოლოდ ტექნოლოგია არ არის - ეს ადამიანების ისტორიაა. იმ ადამიანების, რომლებმაც ობიექტის მშენებლობასა და ამოქმედებაში მონაწილეობა მიიღეს და დღემდე ერთგულად აგრძელებს მის მოვლას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება