რასა იუკნევიჩიენე - „ქართული ოცნება“ ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება - პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან

“ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება - პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან, -ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.

იუკენიჩიენე შოკისმომგვრელს უწოდებს „ქართული ოცნების“ მოთხოვნას, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის თაობაზე.

“შოკისმომგვრელი ამბები საქართველოდან.

მმართველმა “ქართული ოცნების” პარტიამ სასამართლო სარჩელი შეიტანა სამი ძირითადი ოპოზიციური ძალის ასაკრძალად - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ლელოს” და “ახალის” (“კოალიცია ცვლილებებისთვის” ნაწილი).

“ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება - პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან”, - წერს იუკნევიჩიენე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს