ვახუშტი მენაბდე - „ქართული ოცნების“ ამოცანაა, კონკრეტული პარტიების მოშორება და ოპონენტების გაჩუმება ისე, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ალტერნატივა არ გააჩნდეს

„ქართული ოცნების“ ამოცანა კონკრეტული პარტიების მოშორება და ოპონენტების გაჩუმებაა ისე, რომ მას ალტერნატივა არ გააჩნდეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მენაბდის თქმით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა არის საგამონაკლისო შემთხვევა და მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია არსებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ წეს-წყობილებას.

„ქართული ოცნება“ მანიპულირებს, როდესაც ის ერთი მხრივ, იყენებს საზოგადოების ნაწილის ნეგატიურ დამოკიდებულებას კონკრეტული პარტიების მიმართ, მეორე მხრივ, ასევე, იყენებს 4 ოქტომბერს, როგორც პოლიტიკურ შეცდომას და ამბობს, რომ ეს სახელმწიფოს დამხობისა და ძალადობრივი მიზნების მტკიცებულებაა, მესამე მხრივ, ამ ყველაფერს ურევს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაში.

პოლიტიკური პარტიის აკრძალვა არის საგამონაკლისო შემთხვევა და პოლიტიკური პარტია არსებით საფრთხეს უნდა უქმნიდეს ქვეყნის დემოკრატიულ წეს-წყობილებას.

თუ ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილში ლაპარაკია იმაზე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინა მოქმედებები, რამაც ადამიანის უფლებების დარღვევა გამოიწვია და ეს ნამდვილად გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მაგრამ ამას კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს და არა პარტიის იმიტომ, რომ კონკრეტული პარტია ამ სტანდარტით ვერ აიკრძალება ამ შემთხვევაში იმიტომ, რომ ის უნდა ქმნიდეს აშკარა საფრთხეს.

დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი ძალიან ბევრი, სახელმწიფოს არ აქვს გამოძიებული და იმიტომ არ აქვს გამოძიებული, რომ ის ადამიანები, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სჩადიოდნენ დანაშაულს, დღეს „ქართულ ოცნებას“ ემსახურებიან. იმაზე ლაპარაკი, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ თავისი მმართველობის მე-14 წელს გაახსენდა, რომ თურმე ადამიანის უფლებებს არღვევდა ოდესღაც „ნაციონალური მოძრაობა“, ეს სამართლისა და კანონის უზენაესობისთვის არგუმენტი არ არის.

„ქართული ოცნების“ ამოცანა მართლა სამართლიანობის აღდგენა და დემოკრატიის გადარჩენა ხომ არ არის, „ქართული ოცნების“ ამოცანა კონკრეტული პარტიების მოშორება და ოპონენტების გაჩუმებაა ისე, რომ მას ალტერნატივა არ გააჩნდეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის