მშობლებმა და მოსწავლეებმა მე-10 სკოლისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფის მოთხოვნით ცოტნე დადიანის ქუჩა გადაკეტეს

სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა მეათე საჯარო სკოლისთვის ფართის გამოყოფის მოთხოვნით ცოტნე დადიანის ქუჩა გადაკეტეს.

მშობლების განცხადებით, აპროტესტებენ ონლაინ სწავლებას და ითხოვენ, განათლების სამინისტრომ მეათე სკოლას ალტერნატიული ფართი გამოუყოს, ასევე, აშენდეს ახალი სკოლა.

მშობლების ინფორმაციით, შენობა ავარიულია, თუმცა ონლაინ სწავლება მათი შვილების „დაღუპვას“ ნიშნავს.

“გადაკეტილი ქუჩა ერთი მოთხოვნით: „არა ონლაინ სწავლებას“. ჩვენი სკოლა შვიდი თუ რვა წელია შენდება. შეგვიშვებენ, გამოგვიშვებენ ამ სკოლაში. მესამედ გამოგვყარეს სკოლიდან, ვითომ ავარიულიაო. ელოდებიან დასკვნას, კი ბატონო, თუ შენობა ავარიული იყო, გამოვეშვით და ალტერნატიული ფართი მოეცათ ჩვენი შვილებისთვის. იპოვეს ადვილი გამოსავალი - ონლაინ სწავლება, რომელიც ჩვენი შვილების დაღუპვაა. 21-ე საუკუნეში მრცხვენია ქუჩას ვკეტავ, ფართის შენობის მოთხოვნის გამო. ამხელა ქალაქში ნაძალადევთან ახლოს, 25-ოთახიანი შენობა ვერ მოძებნა სამინისტრომ. რამე სხვა მნიშვნელოვანი მოთხოვნა რომ გვქონდეს, რისი შემსრულებლები არიან? ფართს ვითხოვთ, სადაც მთელი სკოლა გადავა. ბოლოს და ბოლოს გვაღირსონ ამ სკოლის აშენება", - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს