BBC - საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაკავებული ბრიტანეთის 19-წლის მოქალაქის, ბელა მეი კალის, ოჯახმა საპროცესო გარიგების ფარგლებში 137 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა

საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული ბრიტანეთის მოქალაქის განაჩენი 2 წლამდე შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, 19-წლის ბრიტანეთის მოქალაქის, ბელა მეი კალის, ოჯახმა საპროცესო გარიგების ფარგლებში 137 000 ფუნტი სტერლინგი (500 000 ლარი) გადაიხადა, რათა მისი სასჯელი ორ წლამდე შეემცირებინათ.

კალის 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ექმურებოდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მისმა დედამ, ლიან კენედიმ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაადასტურა, რომ მათ თანხა გადაიხადეს, თუმცა მისი შვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის საჭირო თანხა ვერ შეაგროვეს.

ასევე აღინიშნება, რომ, არსებული ინფორმაციით, ბელა კალი ორსულობის 35-ე კვირაზეა და ბავშვის გაჩენა შესაძლოა ციხეში მოუწიოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა განუცხადა, საქმეზე სასამართლო სხდომა ჩატარდება 3 ნოემბერს. მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ ამ სხდომაზე საქმე დასრულდეს.

გოგონა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააჩერეს მას შემდეგ, რაც მის ბარგში 12 კგ (26 ფუნტი) მარიხუანა და 2 კგ (4.4 ფუნტი) ჰაშიში აღმოაჩინეს. კალი ადრე აცხადებდა, რომ ნარკოტიკების შემოტანა წამებით აიძულეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს