ღაზას სამოქალაქო თავდაცვის სააგენტო - ისრაელის მხრიდან განხორციელებულ დარტყმებს 9 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა ღაზას სექტორის ტერიტორიაზე ახალი დარტყმები დაიწყო მას შემდეგ, რაც მხარეებმა ერთმანეთი ზავის დარღვევაში დაადანაშაულეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იერიში მას შემდეგ განხორციელდა რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მძლავრი დარტყმების ბრძანება გასცა.

მანამდე, ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ორშაბათს „ჰამასის“ მიერ გადაცემული ცხედარი არა კიდევ ერთი გარდაცვლილი მძევლის ცხედარი იყო, არამედ ოფირ ცარფატის ნეშტი, რომლის ცხედარიც ისრაელის ძალებმა 2023 წლის ბოლოს იპოვეს.

„ჰამასის“ მიერ მართული სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს