თურქეთის საგარეო უწყება - ისრაელის დარტყმები ღიად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

ისრაელის მიერ ღაზაზე განხორციელებული დარტყმები ღიად არღვევს “ჰამასთან” მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების მტკიცებით, შეშფოთებულია მშვიდობიან მოსახლეობაში მხვერპლის შესახებ ინფორმაციით და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ისრაელს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმართ ერთგული დარჩეს.

„თურქეთი გააგრძელებს სოლიდარობას პალესტინელი ხალხის მიმართ და გააგრძელებს რეგიონში სამართლიანი, მდგრადი და ყოვლისმომცველი მშვიდობის უზრუნველყოფის მცდელობების მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზას სექტორის ტერიტორიაზე ახალი დარტყმები დაიწყო მას შემდეგ, რაც მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში დაადანაშაულეს. „ჰამასის“ მიერ მართული სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს