რიო-დე-ჟანეიროში პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური რეიდის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური რეიდის დროს, სულ მცირე, 64 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ბრაზილიის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, დაღუპულთა შორის ოთხი ბრაზილიელი პოლიციელია.

რიო-დე-ჟანეიროს შტატის გუბერნატორმა კლაუდიო კასტრომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რეიდის დროს პოლიციამ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადა, რომ ოპერაციის დროს სულ მცირე 42 შაშხანა ამოიღეს.

რიო-დე-ჟანეიროს მთავრობის ინფორმაციით, ოპერაციის მიზანი კომანდო ვერმელიოს კრიმინალური დაჯგუფების ტერიტორიული ექსპანსიის წინააღმდეგ ბრძოლაა. ოპერაცია ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა და მასში 2 500-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პოლიციელი მონაწილეობდა.

პოლიციის რეიდები ქალაქში საერთაშორისო ღონისძიებების წინ ხშირია, მომავალ კვირას კი რიომ კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ მნიშვნელოვან კონფერენციას, C40-ის მსოფლიო მერების სამიტს უნდა უმასპინძლოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს