დონალდ ტრამპი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას არაფერი ემუქრება - ისრაელს საპასუხო იერიშის უფლება აქვს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ღაზაში აშშ-ის მიერ მხარდაჭერით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას საფრთხე არ ემუქრება.

„როგორც გავიგე, მათ ისრაელელი ჯარისკაცი მოკლეს. ასე რომ, ისრაელელებმა საპასუხო დარტყმა განახორციელეს და უნდა განახორციელონ საპასუხო დარტყმა. როდესაც ეს მოხდება, მათ უნდა განახორციელონ საპასუხო დარტყმა. ცეცხლის შეწყვეტას არაფერი ემუქრება. „ჰამასი“ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის ძალიან მცირე ნაწილია და ვალდებულნი არიან, კარგად მოიქცნენ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურალისტებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელმა ღაზაზე დარტყმები განახორციელა, რის შედეგადაც, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 26 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ისრაელის დარტყმების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, ისრაელი და ჰამასი ერთმანეთს ძალადობაში ადანაშაულებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს