Reuters - საქართველოს მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს სამი უდიდესი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს - საქართველო სულ უფრო ავტორიტარული ხდება

საბჭოთა კავშირისგან გამოყოფილ სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და პროდასავლური საქართველო, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სულ უფრო ავტორიტარული ხდება და მეზობელ რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს აღრმავებს, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც Reuters-ი აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ ოპოზიციის რამდენიმე წამყვანი ფიგურა ციხეშია, პოლიციამ კი გააძლიერა იმ მომიტინგეების დაკავებები, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე რეგულარულ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს ესწრებიან.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს სამი უდიდესი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს და რომ სარჩელის მიზანია სამი პარტიის - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკ „ძლიერი საქართველოს“ - კანონგარეშედ გამოცხადება.

„ეს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობისკენ სწრაფვის მკვეთრ ესკალაციას აღნიშნავს“, - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული სამი პარტია მკვეთრად პროდასავლური ორიენტაციის არიან.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ამარტივებს.

„ქართულმა ოცნებამ“ გაყინა მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ბლოკს თბილისში რევოლუციის დაგეგმვაში ადანაშაულებს. ევროკავშირი ბრალდებებს უარყოფს“, - წერს Reuters-ი.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო