მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი სიტყვით გამოვა 43-ე სესიაზე, ასევე, შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და UNESCO-ს ხელმძღვანელ პირებთან.

„UNESCO-ს გენერალური კონფერენციის ფარგლებში, მოეწყობა ქართული პავილიონი. ექსპოზიცია მიეძღვნება ქართულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას - ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციას და ქართულ პოლიფონიურ მუსიკას.

სამარყანდის მუსიკალურ-დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ბასიანის" კონცერტი. სამარყანდში დაგეგმილ ღონისძიებებს საგარეო საქმეთა სამინისტრო კულტურის სამინისტროსთან და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით გამართავს,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება