თბილისში „რთველისის“ პირველი ბრენდ მაღაზია და ბარი გაიხსნა - ბაზისბანკი „რთველისის“ ბიზნეს პარტნიორია

ბაზისბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთი სტრატეგიული სექტორების განვითარებას, როგორიცაა ღვინის წარმოება, ტურიზმი და სტუმართმასპინძლობა, რაც ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და რეგიონული პოტენციალის სრულად ათვისებას.

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანია „რთველისმა“ თბილისში, სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასის I სართულზე, თავისი პირველი კონცეპტუალური ბრენდ მაღაზია და ბარი გახსნა. პროექტი „რთველისის“ საიმედო ფინანსური პარტნიორის, ბაზისბანკის მხარდაჭერით განხორციელება.

„რთველისის“ ახალი სივრცე უნიკალურ კონცეფციას აერთიანებს, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოები და ალკოჰოლური სასმელები, ამავდროულად კი ბარში დააგემოვნოს ღვინის დაფები.

„ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ადგილი, რომელიც სცილდება ტრადიციული მაღაზიის ფარგლებს. ეს არის სივრცე, სადაც სტუმრები შეძლებენ დროის სასიამოვნოდ გატარებას, ახალი გემოების აღმოჩენას და ემოციებით სავსე საღამოების მოწყობას. სივრცე განკუთვნილია როგორც მეგობრებთან ერთად დასვენებისთვის, ასევე კორპორატიული წვეულებებისა თუ სხვადასხვა ღონისძიების მასპინძლობისთვის", - რთველისის გენერალური დირექტორი, თორნიკე ჭიკაძე.

"ბაზისბანკისთვის, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერისთვის, პრიორიტეტულია ისეთი პროექტების ხელშეწყობა, რომლებიც ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა კომპანია რთველისთან წლების განმავლობაში წარმატებით გრძელდება და ხელს ვუწყობთ განვითარების ყველა ეტაპზე ახალი, ინოვაციური გეგმების განხორციელების გზაზე", – ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება