სერგეი ლავროვი - გასაკვირი იყო, რომ დონალდ ტრამპი მოულოდნელად დაუბრუნდა პოზიციებს, რომელიც ასახავს მხოლოდ ევროპელებისა და ზელენსკის რეჟიმის გაცხარებულ სურვილს, მიიღონ პაუზა კიევის რეჟიმის იარაღით „დატუმბვის“ მიზნით

მოსკოვს სჭირდება გარანტიები, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შედეგებს გამოიღებს და ჩვენი ქვეყანა ამისთვის მზადაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, მოსკოვი ელის, რომ ვაშინგტონი უკრაინაში კონფლიქტის გრძელვადიან დარეგულირებას დაუჭერს მხარს.

„რა თქმა უნდა, გასაკვირი იყო, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოულოდნელად დაუბრუნდა უკვე „შემუშავებულ“ პოზიციებს, რომელიც ასახავს მხოლოდ ევროპელებისა და ზელენსკის რეჟიმის გაცხარებულ სურვილს, მიიღონ პაუზა კიევის „სტრუქტურების“ - „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და კიევის რეჟიმის ყველა სხვა კომპონენტების - იარაღით „დატუმბვის“ გაგრძელების მიზნით,“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლავროვმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ტრამპს სურს ჭეშმარიტად მდგრადი მშვიდობა და არა კიევის რეჟიმისთვის იარაღისა და ფულის მიწოდების პირობების შექმნა, რათა მან განაგრძოს ძალისხმევა, „რუსეთის წინააღმდეგ ომში ევროპელების იარაღი იყოს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს