13-15 ნოემბერს, საქართველო კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

13-15 ნოემბერს, საქართველო კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, 18 ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სფეროში მომუშავე სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები და მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების (World Bank, UNCTAD, OECD, ICN, ICPEN, Consumers International) წარმომადგენლები, საქართველოს მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად, კონკურენციის პოლიტიკის საკითხებს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თანამედროვე პრაქტიკას, ამ მიმართულებებით არსებულ გამოწვევებსა და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობებს განიხილავენ.

„3-დღიანი ღონისძიება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება. საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს სამართლიანი კონკურენციის პრინციპების გაძლიერებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

კონფერენციის ფარგლებში, 9 პანელური დისკუსია, მათ შორის, 3 საერთაშორისო და ერთი სექტორული კვლევის პრეზენტაციაა დაგეგმილი, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეები შემდეგ ძირითად თემებზე იმსჯელებენ: კონკურენციის პოლიტიკის როლი ეკონომიკის რეგულირებულ სექტორებში; მოწყვლადი მომხმარებლების დაცვის თანამედროვე მიდგომები; მომხმარებლის უფლებების დაცვა ციფრულ სივრცეში; კონცენტრაციების კონტროლი თანამედროვე გლობალური დღის წესრიგის კონტექსტში; ინოვაციასა და რეგულირებას შორის ბალანსი; ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლი მომხმარებელთა დაცვის გაძლიერებაში.

მსჯელობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, საჯარო უწყებების, აკადემიური წრეების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. ჯამში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას 250 დელეგატი და 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერი მიიღებს.

კონფერენციის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა კოლეგა უწყებებს შორის, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებასა და სისტემური თანამშრომლობის გაძლიერებას.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში 2022 წლიდან იმართება. გასულ წელს გამართულ კონფერენციას 12 ქვეყნის დელეგაცია, 50-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი და 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. შარშანდელ კონფერენციაში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის - ICN, UNCTAD, OECD, The EU DG COMP, The EU DG JUSTICE ჩართულობით, 6 სამუშაო სესია და 2 საერთაშორისო პანელური დისკუსია გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება