The Guardian - აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნავებს დაარტყა, რომელთაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდათ - დაღუპულია 14 ადამიანი

აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნავებს დაარტყა, რომელთაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდათ - დაღუპულია 14 ადამიანი, - ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი აშშ-ის თავდაცვის მდივანზე, პიტ ჰეგსეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის ცნობით, კვირას აშშ-მა წყნარ ოკეანეში სამ ნავს დაარტყა, რომელთაც „დაზვერვის მონაცემებით, ნარკოტიკები გადაჰქონდათ“.

ჰეგსეტის განცხადებით, დარტყმების შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი გადარჩა, რომლის მოძებნის პასუხისმგებლობაც მექსიკამ აიღო.

„დეპარტამენტმა სხვა ქვეყნების დაცვაზე ორ ათწლეულზე მეტი დახარჯა. ახლა საკუთარ სამშობლოს ვიცავთ. ამ ნარკოტერორისტებმა „ალ-ქაიდაზე“ მეტი ამერიკელი მოკლეს და მათაც იგივე ელით. ჩვენ მათ ვიპოვით და მოვკლავთ“, - აღნიშნა ჰეგსეტმა.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, აშშ-მა წყნარ ოკეანეში სულ მცირე 13 ნავს დაარტყა, რის შედეგადაც დაღუპულთა რაოდენობა 51-ს აღწევს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს