თენგიზ შარმანაშვილი „ლელოს“ სარჩელზე - რამდენჯერ წავიდნენ ეგენი საკონსტიტუციო სასამართლოში, შედეგები გახსოვთ? იგივე შედეგებით დაამთავრებენ ახლაც

რამდენჯერ წავიდნენ ეგენი საკონსტიტუციო სასამართლოში, შედეგები გახსოვთ? იგივე შედეგებით დაამთავრებენ ახლაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტრბთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელო - ძლირრი საქართველოს” სარჩელს, რომელიც მათ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს.

მისი თქმით, „საკონსტიტუციო სასამართლოში და სტრასბურგში ნარატივებით რომ მიდიან ხოლმე, იმიტომ მთავრდება მათი შედეგები ასე უარყოფითად”.

„რამდენჯერ წავიდნენ ეგენი საკონსტიტუციო სასამართლოში, შედეგები გახსოვთ? იგივე შედეგებით დაამთავრებენ ახლაც. საკონსტიტუციო სასამართლოში და სტრასბურგში ნარატივებით რომ მიდიან ხოლმე, იმიტომ მთავრდება მათი შედეგები ასე უარყოფითად. წავიდნენ ასეთი ნარატივებით, იქ დახვდებათ იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი საფუძვლები და კიდევ ერთხელ წააგებენ”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

რაც შეეხება, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების”, „ხალხის ძალის” და “ევროპელი სეციალისტების” ავტორობით შევა, შარმანაშვილის ინფორმაციით, ელექტრონულად ის დღეს გადაიგზავნება.

„სარჩელი დღესვე გადაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში - ელექტრონულადაც და მატერიალურადაც.”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება