ნინო წილოსანი - ლევან ღამბაშიძემ იცრუა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა - დააკმაყოფილა რა ჩემი სარჩელი, განამტკიცა იმედი, რომ არც ერთი დეზინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩება

ლევან ღამბაშიძემ იცრუა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა! - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ლევან ღამბაშიძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებულ თანხას საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენებს.

„ლევან ღამბაშიძემ იცრუა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა!

დააკმაყოფილა რა სრულად ჩემი სარჩელი, ამით კიდევ ერთხელ განამტკიცა იმედი, რომ არც ერთი დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება უპასუხოდ არ დარჩება.

რაც შეეხება მორალური ზიანის ნაწილში მისთვის დაკისრებულ თანხას, მოხარული ვიქნები ჩემს სხვა საქველმოქმედო აქტივობებთან ერთად აღნიშნული თანხა მათ გადავცე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. იქნებ ამ მორალურად სწორმა ნაბიჯმა კიდევ ერთხელ დაანახოს ლევანს, რომ თავისი ძალისხმევა უფრო კეთილშობილურ და სწორ მიზნებს მოახმაროს“, - წერს ნინო წილოსანი.

ცნობისთვის, სასამართლომ ღამბაშიძეს 10 000 ლარის ოდენობით თანხის გადახდა დააკისრა. შეგახსენებთ იმასაც, რომ საუბარია ლევან ღამბაშიძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტზე, სადაც ის წერდა: „ასე ვიცოდი, რომ მისმა ოჯახმა 65 მილიონი მოიპარა რაღაც ვაგონმშენებლისაგან“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს