პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის და პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის და პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირა და სამუშაოდ დაიქირავა წინასწარი შეცნობით 16 წლის არასრულწლოვანი. ბრალდებულის მითითებით, მისსავე მასაჟის სალონში, დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას უწევდა მსურველებს, ხოლო არასრულწლოვანის სექსუალური ექსპლუატაციით გამომუშავებულ თანხას ბრალდებული ისაკუთრებდა და საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს პროსტიტუციის შესანიღბად, 2022-2025 წლებში თბილისში გახსნილი ჰქონდა მასაჟის სალონები, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდა. ბრალდებულის მიერ გადაცემულ ოთახებში პროსტიტუციაში ჩაბმული პირები სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ კლიენტებს. თანხის დიდ ნაწილს კი ბრალდებული იღებდა, რაც ობიექტის მუშაობის მიზანს და შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით (არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგი) და 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“-ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს