დაზღვიე ავტომობილი „ალდაგში“ და დაიბრუნე სამი თვის პრემია უკან

სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებლებს „ქეშბექ“ აქციით დაუბრუნდა - მძღოლები, რომლებიც „ტოიოტა ქემრის“ ან „ტოიოტა რავ 4-ის“ მოდელის ავტომობილებს „ალდაგში“ დააზღვევენ ორი ან სამი თვის პრემიას უკან დაიბრუნებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თორმეტი თვის ნაცვლად, ცხრა ან ათი თვის პრემიას გადაიხდიან. შეთავაზებით სარგებლობა 29 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, აქციის ფარგლებში მომხმარებლები, თანხას, დაზღვევის შეძენის შემდეგ, კონკრეტულ ვადებში იბრუნებენ, რაც დამოკიდებულია პროდუქტის ტიპზე. იმ შემთხვევაში, კი, თუ მომხმარებელი პრემიას სრულად, ერთიანი გადახდით დაფარავს, თანხას მომენტალურად დაიბრუნებს.

„ალდაგში“, დაზღვევა ყოველთვის მომხმარებლის ინტერესებსაა მორგებული. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობთ, ისეთი სიახლეები შევთავაზოთ ბაზარს, რომელიც მომხმარებლისთვის დაზღვევას ხელმისაწვდომს და კომფორტულს გახდის. ამჯერად, მძღოლებს, „ქეშბექ“ აქცია შევთავაზეთ, რაც შესაძლებლობას ქმნის გადახდილი პრემია უკან დაიბრუნონ. აქციის უნიკალურობა იმაშია, რომ ეს არის ქეშბექის პირველი პრეცედენტი სადაზღვევო ბაზარზე და მასში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ახალ მომხმარებელს, რომელსაც ჰყავს ტოიოტას მარკის ავტომობილი“, - აცხადებენ „ალდაგში“.

„ალდაგის“ ავტო დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!