ადვოკატი - ნინო დათაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, გადაადგილება არ შეუძლია, ვერ ამოძრავებს კისერს და კიდურებს - დაუშვებელია, სასამართლო შეეგუოს იმას, რომ პატიმრობა პროკურატურის სურვილის გამო დაუშვას

ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ის არის ტანჯვის მდგომარეობაში - დაუშვებელია, სასამართლო შეეგუოს იმას, რომ პატიმრობა პროკურატურის სურვილისამებრ დაუშვას, - ამის შესახებ პედაგოგ ნინო დათაშვილის ადვოკატმა, თამარ გაბოძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა პროკურატურას ეკისრება.

თამარ გაბოძის თქმითვე, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლეს ნინო დათაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობით მიმართავენ.

„ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ის არის ტანჯვის მდგომარეობაში, რაზეც ჩვენ 4 თვის განმავლობაში ვსაუბრობდით და მოლოდინები გამართლდა - მისი ხერხემალი არ იძლეოდა მის პატიმრობაში ყოფნის საშუალებას. გარდა იმისა, რომ ნინო უდანაშაულო პატიმარია, სხდომაზე ამაზე საუბარს არ ვაპირებ, მნიშვნელოვანია, რომ ნინო პატიმრობიდან გათავისუფლდეს. წარმოიდგინეთ, ვერ ამოძრავებთ კისერს და კიდურებს და უკანონო პატიმრობაში იმყოფებით. დაუშვებელია სასამართლომ არ დააკმაყოფილოს დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ ნინო დათაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

ნინო, შესაძლოა, სხდომას დისტანციურად დაესწროს, რადგან ვერ ხერხდება მისი ბადრაგირება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მას გადაადგილება არ შეუძლია, ვერ ამოძრავებს კისერს და კიდურებს. თითოეული დღე მისთვის არის ტკივილისა და ტანჯვის გაძლება. დაუშვებელია, ასამართლო შეეგუოს იმას, რომ პატიმრობა პროკურატურის სურვილისამებრ დაუშვას“, - განაცხადა თამარ გაბოძემ.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას, მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს