საპატრიარქოს განცხადებით, უცვლელია მათი პოზიცია, რომ ეპარქიული კომისიის სხდომას, სადაც არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილია დაბარებული, მედია არ დაესწრება

საპატრიარქოში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ეპარქიული კომისიის სხდომას, სადაც არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილია დაბარებული, მედია არ დაესწრება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

კითხვაზე ხომ არ გეგმავს საპატრიარქო გადაწყვეტილების გადახედვას, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ „ეს არ განიხილება“.

„თუ მედიის დასწრებას გულისხმობთ კომისიაზე, ეს არ განიხილება, გუშინ ამის შესახებ განცხადებაც გავავრცელეთ,“- აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, საპატრიარქომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ზნეობის კომისიაზე მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარა. საპატრიარქოს განმარტებით, დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებულ განცხადებებსა და საჯარო გამოსვლებში იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები. არქიმანდრიტი დოროთე სხდომას არ დაესწრო, რის გამოც მან „მკაცრი გაფრთხილება“ მიიღო. მოგვიანებით განმარტა, რომ სხდომას იმ შემთხვევაში დაესწრებოდა, თუ იქ მედიის წარმომადგენლებიც იქნებოდნენ, თუმცა საქართველოს საპატრიარქოს გუშინ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ არ დაკმაყოფილდება არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მოთხოვნა, რომ 29 ოქტომბერს, ეპარქიული კომისიის სხდომა მედიის თანდასწრებით გაიმართოს. საპატრიარქოს განმარტებით, დოროთე ყურაშვილის ეს მოთხოვნა დაუშვებელი და უპრეცედენტოა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ