ისრაელის თავდაცვის ძალები - გავაგრძელებთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვას და მტკიცედ ვუპასუხებთ მის ნებისმიერ დარღვევას

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კვლავ ძალაშია, მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ ათობით ობიექტს მნიშვნელოვანი დარტყმები მიაყენეს.

„პოლიტიკური ეშელონის დირექტივის შესაბამისად და იერიშების შემდეგ, რომლის დროსაც დარტყმა განხორციელდა ათობით ტერორისტულ სამიზნესა და ტერორისტზე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების აღსრულება განაახლეს მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ ის დაარღვია“, - ნათქვამია სამხედროების განცხადებაში.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღამით და დღეს დილით განხორციელებული დარტყმების სამიზნე „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების 30-ზე მეტი მეთაური იყო.

„ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვას და მტკიცედ უპასუხებენ მის ნებისმიერ დარღვევას“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს