დონალდ ტუსკი - ვიქტორ ორბანი მოხიბლულია მოსკოვით, მას ავტორიტარული მოდელის რუსეთის ნიმუშის მიხედვით შექმნა სურს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მოხიბლულია მოსკოვით და სურს, რომ თავისი ქვეყანა რუსეთის მოდელით ააშენოს, - ამის შეახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„ბოლო დროს მოსკოვით მოხიბლულია და თვლის, რომ უმჯობესია შექმნას გარკვეულწილად ავტორიტარული მოდელი, რუსეთის ნიმუშის მიხედვით“, - აღნიშნა ტუსკმა.

მან უნგრეთში ხელისუფლების მხრიდან დარღვევების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ორბანის აზროვნება ძალაუფლებას აღიქვამს, როგორც „საშუალებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვერავინ გააკონტროლოს ხელისუფლების ქმედებები“.

ტუსკმა აღნიშნა, რომ უნგრეთი 1989 წელს პოლონეთზე გაცილებით წინ იყო, მაგრამ ახლა ის ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა.

„ისინი, ვინც დაუშვა კორუფცია, მაგალითად, ევროპული ფონდების მიმართ, ჩამორჩნენ ეკონომიკური ზრდისა და ხალხის კეთილდღეობის ამ დიდ რბოლაში“, - აღნიშნა ტუსკმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს