ინფრასტრუქტურის მინისტრი - ტურისტულ ზონებში, ზამთრის პერიოდში ტექნიკურ მარილს აღარ გამოვიყენებთ - შევეცდებით, რომ გზების მოვლის საერთოდ ახალ მოდელზე გადავიდეთ

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის ინფორმაციით, ტურისტულ ზონებში, ზამთრის პერიოდში ტექნიკურ მარილს აღარ გამოიყენებენ.

ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, სადაც მას დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.

„მუშავდება საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის ახალი სტრატეგია და სტანდარტები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვლა-შენახვის კუთხით გადავდგათ ინოვაციური ნაბიჯები. მაგალითად: ჩვენ ტურისტულ ზონებში, უკვე წელს შევეცდებით, რომ ზამთრის პერიოდში აღარ გამოვიყენოთ ტექნიკური მარილი, რაც საკმაოდ დიდ დისკომფორტს ქმნის როგორც თვითონ ტურისტული სეზონის პერიოდში, ასევე გზებთან მიმართებით არის საკმაოდ დამაზიანებელი. უკვე მომავალი წლიდან შევეცდებით, რომ საერთოდ ახალ მოდელზე გადავიდეთ გზების მოვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება