რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აშშ ევროპაში განლაგებული სამხედროების რაოდენობას ამცირებს

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აშშ ევროპაში განლაგებული სამხედროების რაოდენობას ამცირებს.

„რუმინეთსა და მოკავშირეებს ევროპაში განლაგებული ამერიკული ჯარების რაოდენობის შეცვლასთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს. თავდაცვის სამინისტროს აცნობეს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგებული ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილის შემცირების შესახებ, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გლობალური განლაგების გადახედვის პროცესის ფარგლებში“, - აცხადებს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო.

რუმინეთის თავდაცვის უწყების განცხადების თანახმად, რუმინეთში, მიხაილ კოგელნიჩანუს სახელობის საჰაერო ბაზაზე განლაგებული ამერიკელი სამხედროების როტაცია შეწყდება.

„აღნიშნული გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან რუმინეთი თავის ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორთან მუდმივ კონტაქტშია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რუმინეთში დაახლოებით 1000 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება.

რუმინულმა მედიის ცნობით, აშშ სამხედროების გაყვანას ბულგარეთიდან, სლოვაკეთიდან და უნგრეთიდანაც გეგმავს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს