„საკითხავის ფესტივალის“ დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება - რა დაგხვდებათ „თბილისი მოლში“

პირველი „საკითხავის ფესტივალი“ სულ რამდენიმე დღეში დაიწყება. 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, „თბილისი მოლში“ წიგნების დღესასწაული დაგხვდებათ, ბევრი სიახლეებითა და სიურპრიზებით.

„საკითხავის ფესტივალი“ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის 20 წლის იუბილეს დააგვირგვინებს. სამი დღის განმავლობაში, ყველა ასაკის მკითხველი შეძლებს გაატაროს სასიამოვნო დრო, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა გასართობ აქტივობებში, გაეცნოს ლიტერატურულ სიახლეებს, განაახლოს სახლის ბიბლიოთეკა ახალი გამოცემებით და რაც მთავარია, გრანდიოზული ფასდაკლებით.

რა გელოდებათ ფესტივალზე

ფესტივალის სტუმრებს ელით უამრავი სიახლე და განსაკუთრებული შეთავაზება:

  • 30%-იანი ფასდაკლება ყველა წიგნზე;
  • დამატებით 30%-იანი ქეშბექი თიბისი ბანკის ახალი ბარათით გადახდისას;
  • საჩუქრები ყოველ შენაძენზე;
  • გათამაშებები
  • ლიტერატურული სიურპრიზები და შეხვედრები ავტორთან და სხვ.

ფესტივალის მთავარი ხიბლი მისი მრავალფეროვნებაა. ასაკობრივად დალაგებულ თაროებზე მარტივად იპოვით იმას, რაც თქვენს გემოვნებას შეესაბამება:

ბავშვებისთვის - საბავშვო ზონა იქნება მოწყობილი, საყვარელი გმირებით, თამაშებითა და საოცარი თავგადასავლებით;

მოზარდებისთვის - თანამედროვე სერიები, ბესტსელერები და ახალი წიგნები;

მოზრდილებისთვის - კლასიკური და თანამედროვე რომანები, ფსიქოლოგიური, დოკუმენტური და სამოტივაციო გამოცემები, რომლებიც თქვენს შემოდგომას განსაკუთრებულ ფერებს შემატებს.

„საკითხავის ფესტივალი“ არ არის მხოლოდ ფასდაკლებების დღეები, ეს არის ადგილი, სადაც წიგნები ცოცხლდებიან, და მკითხველი ჯადოსნურ ადგილას აღმოჩნდება.

სულ რამდენიმე დღე დარჩა, მოემზადე ახალი ლიტერატურული აღმოჩენებისთვის,

განაახლე შენი ბიბლიოთეკა და იპოვე შენი წიგნი „თბილისი მოლში“ 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით!

წიგნების კატალოგი სრულად იხილეთ ბმულზე.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება