უკრაინული მედია - რუსებმა ხერსონში ბავშვთა საავადმყოფოს დაარტყეს, დაშავებულია 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვები

რუსებმა ხერსონში ბავშვთა საავადმყოფოს დაარტყეს, რის შედეგადაც ბევრი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხერსონის საოლქო პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, რუსებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ბავშვთა საავადმყოფოს, სადაც ამ დროს მცირეწლოვანი პაციენტები, მათი მშობლები და სამედიცინო პერსონალი იმყოფებოდნენ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი და სამი სამედიცინო მუშაკი. დაშავებულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტდება.

„სამოქალაქო სამიზნეების, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის დაწესებულებების დაბომბვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს