ირაკლი კუპრაძე - ვითხოვთ, გასაჯაროვდეს არაბულ ჯგუფთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც კრწანისის ტყე-პარკი და გონიოში სანაპირო ზოლის ტერიტორია გადაეცა - ეს არის ივანიშვილის ანტიქართული რეჟიმის ანტიქართული გადაწყვეტილება

„ძლიერი საქართველო-ლელო“, არაბული საინვესტიციო ჯგუფისთვის, თბილისში, კრწანისის ტყე-პარკისა და ბათუმში, ე.წ. გონიოს პოლიგონის ტერიტორიის გადაცემის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გასაჯაროებას მოითხოვს.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ არაბულ საინვესტიციო ჯგუფს თბილისში 590 ჰექტარი და ბათუმში 260 ჰექტარი ყოველგვარი ტენდერის, გამჭვირვალობის და სახალხო განხილვების გარეშე გადასცა.

კუპრაძე ხელშეკრულების პირობების გასაჯაროებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავს.

„ივანიშვილი და ივანიშვილის ძალადობრივი, ანტიქართული და ანტიეროვნული რეჟიმი აგრძელებს ანტიქართული გადაწყვეტილებების მიღებას. ივანიშვილის არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ თბილისში, 590 ჰექტარი - კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორია და ბათუმში, 260 ჰექტარი - ე.წ. გონიოს პოლიგონის ტერიტორია არაბულ საინვესტიციო ჯგუფს ყოველგვარი ტენდერის, გამჭვირვალობის, სახალხო განხილვების გარეშე გადასცა. 590 ჰექტარი, რომელიც შეადგენს თბილისთან ახლოს სარეკრეაციო ზონას 5 ტბით და ჭალის ტყეებისთვის დამახასიათებელი ეკოსისტემით, დღეს ივანიშვილის ბრძანებით არაბული საინვესტიციო ჯგუფისთვის არის გადაცემული. ეს არის კორუფციის რისკების შემცველი გადაწყვეტილება, რომელიც ერთადერთ ინტერესს მიესადაგება-ივანიშვილის ინტერესს. ცხადია, ჩვენ მოვისმინეთ არაბული საინვესტიციო ჯგუფების განცხადებები, რომლის მიხედვითაც, თბილისსა და ბათუმში, ათასამდე ჰექტარ ტერიტორიაზე, სარეკრეაციო ზონებში საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს. სწორედ ამ არაბული ჯგუფების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მშენებლობების და გაყიდვების

60% ორიენტირებული იქნება საერთაშორისო მყიდველებზე, მათ შორის გაერთიანებული არაბული საამიროების მოქალაქეებზე. მათ აქვთ სურვილი, რომ საქართველოში გადმოვიდნენ საცხოვრებლად“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობა საკონტროლო პაკეტს არ ფლობს და მას არ შეეძლება მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იმ მწვანე ზონებთან დაკავშირებით, რომელიც „დღეს ივანიშვილის გადაწყვეტილებით, განადგურების პირას არის“. კუპრაძე ხაზს უსვამს, რომ

„სამშენებლო შეთავაზებები აქტიურად რეკლამირდება რუსულ ბაზრებზე“.

„ხელშეკრულება ივანიშვილს და ანტიქართულ „ოცნებას“ დამალული აქვს. ჩვენი კრიტიკული და რადიკალური მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება და სახელშეკრულებო პირობები, თუ რის საფუძველზე გადაეცა არაბულ საინვესტიციო ჯგუფებს ქართველი ხალხის საკუთრება, ტყე-პარკი კრწანისში და გონიოში ზღვის სანაპირო ზოლი, შიდა ტბებით, უმნიშვნელოვანესი მწვანე სარეკრეაციო ზონა. საუბარი ეხება ეროვნულ ინტერესებს, საქართველოს მოქალაქეების დემოგრაფიას და ეროვნულ ინტერესს, ეკოლოგის, გარემოს დაცვას. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა საკუთარ წიაღში კორუფციის უპრეცედენტო მაჩვენებლები.

თუ ეს ხელშეკრულებები არ გასაჯაროვდება, აუცილებლად ვიბრძოლებთ სამართლებრივი გზებით, რათა მოვიპოვოთ ხელშეკრულება და საქართველოს მოქალაქეებს ვაჩვენოთ ის სიმართლე, როგორც ყიდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ივანიშვილი და მისი ანტიქართული ოცნება“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ ქართული ბანკების რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა