ინფრასტრუქტურის მინისტრი - თბილისის შემოვლითი გზის 48-კილომეტრიან მონაკვეთზე სატენდერო პროცედურები 2025 წელს დაიწყება, ხოლო გზის ნაწილის მშენებლობის დაწყება 2026 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი

ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე განმარტავს, რომ თბილისის შემოვლითი გზის 48- კილომეტრიან მონაკვეთზე სატენდერო პროცედურები 2025 წელს დაიწყება, ხოლო გზის ნაწილის მშენებლობის დაწყება 2026 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

როგორც მან პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას აღნიშნა, გზის ნაწილის მშენებლობა ბიუჯეტის დაფინანსებით მოხდება, ნაწილს კი დონორები დააფინანსებენ.

„თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა 4 ლოტად არის დაყოფილი და ჯამში 48 კმ-ს შეადგენს. თითოეულ ლოტზე დეტალური პროექტი მომზადებულია. 2025 წელს დაიწყება სატენდერო პროცედურები ლოტი #2-სა და ლოტი #3-ზე. ლოტი #2 და ლოტი #3 ეს არის წიწამურიდან უკვე ახალი მაგისტრალის მშენებლობა. #3 კი ეს არის უკვე ძველი რკინიგზის დაუმთავრებელი მშენებლობის ხაზს, რომელიც გააგრძელებს ის მიმართულება. ხოლო ლოტი #4-სა და ლოტი #5-ზე 2026 წლის ბოლოს უკვე დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს. ეს უკვე არის ლილოს კვანძი და ლოჭინის კვანძი. აქ ჩვენ დონორებთან ვმუშაობთ და დონორების მიერ მოხდება აღნიშნული მე-4 და მე-5 ლოტის დაფინანსება. ხოლო მე-2 და მე-3 ლოტს ბიუჯეტის სახსრებით გავაკეთებთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება