არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი - მღვდლობიდან განმაყენებენ თუ არა, ორივე გადაწყვეტილება გამარჯვება იქნება, რადგან რუსულ რეჟიმს ვებრძვი - მე მსჯის ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი, რადგან ჩემს სიტყვებში ვერ აღმოაჩინეს საეკლესიო გადახრა

დავრჩები ისე, როგორც ვარ, თუ მღვდლობიდან განმაყენებენ, ორივე ჩემთვის გამარჯვება იქნება, რადგან მე ვებრძვი რუსულ რეჟიმს, მას, ვინც საქართველოს იტაცებს და ვინც საქართველოს ეკლესია მიიტაცა - ჩემი დაბარება შესათანხმებელი მეუფე შიოს პატრიარქთან არ აქვს, მაგრამ დასჯა ექნება შესათანხმებელი,- ამის შესახებ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მეუფე შიოს მისი „დასჯა აქვს დავალებული“.

„დავრჩები ისე, როგორც ვარ თუ მღვდლობიდან განმაყენებენ, ორივე ეს გადაწყვეტილება ჩემთვის გამარჯვება იქნება, რადგან მე ვებრძვი რუსულ რეჟიმს. ვებრძვი მას, ვინც საქართველოს იტაცებს და იმას, ვინც საქართველოს ეკლესია მიიტაცა. ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის დაკვეთა. მე მსჯის ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი, რადგან ჩემს მიერ ნათქვამ სიტყვებში, მათ ვერ და არ აღმოაჩინეს რამე საეკლესიო გადახრა, ანუ ისეთი რაიმე სწავლებით, რომელსაც მღვდელი არ უნდა ასწავლიდეს. ასეთი გადახრა აქვს მეუფე სტეფანეს, მაგრამ რადგან ის არის „ოცნების“და რუსეთის მომხრე, ქადაგებს ევროპის წინააღმდეგ და [ამბობს, რომ] იქ პროტესტში ჩართული ადამიანები არიან გეების მომხრეები, მეუფე სტეფანე არის ხელდაფარებული. პირიქით, წარჩინებულია და მისი მწვალებლური სწავლება არავის აინტერესებს. ეკლესია იგმობა, სწავლება იგმობა და ამისთვის არის დადგენილი მეუფე შიო, რომ ეს სწავლება გამოასწოროს. არ დაუშვას ის, რასაც დღეს აკეთებენ. ამიტომ, მეუფე შიო ვალდებულია. მარტო იმაზე კი არ ვარ მოსული, რომ კითხვებს პასუხი გავცე, ვალდებული ვარ, ეს კითხვები მათ დავუსვა და მათ პასუხები გამცენ.

დაბარება შესათანხმებელი მეუფე შიოს არ აქვს პატრიარქთან, მაგრამ დასჯა ექნება შესათანხმებელი. მნიშვნელობა არ აქვს [ვინ დაესწრება დღევანდელ შეხვედრას] მე ვთქვი, ვინ არ უნდა ესწრებოდეს. ესენი შეგნებულად მალავენ, მეუფე შიოს სახელს არ ახსენებენ, მაგრამ ამას ყველაფერს აკეთებს მეუფე შიო. მას აქვს დავალებული ჩემი დასჯა. ანდრია ჯაღმაიძეს ჩემი გასამართლების არც უფლება აქვს არც შესაძლებლობა“,- განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.

საბოლოოდ, არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა საპატრიარქო შემდეგი რეპლიკის ფონზე დატოვა: „ღმერთმა თუ არ დაუშვა, ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. ამიტომ, მე ღმერთის გზას მივყვები და გავყვები ბოლომდე…. აუცილებლად გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ეკლესიას ამ რუსული ნაგავისგან“.

ცნობისთვის, დღეს საპატრიარქოში ეპარქიული კომისიის სხდომა უნდა გამართულიყო, სადაც საპატრიარქომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარა. დოროთე ყურაშვილმა კომისიის სხდომაზე მედიის თანდასწრებით მოითხოვა დასწრება, რაზეც საპატრიარქო არ დაეთანხმა. საბოლოოს, სხდომა ვერ შედგა. საპატრიარქოს განმარტებით, დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებულ განცხადებებსა და საჯარო გამოსვლებში იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის