რევაზ სოხაძე მე-10 საჯარო სკოლაზე - ვიხილეთ მოსახლეობის, მოსწავლეების და მშობლების გულისწყრომა, შევეცდებით მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულდეს აღნიშნული პროექტი

ვიხილეთ მოსახლეობის, მოსწავლეების და მშობლების გულისწყრომა. შევეცდებით მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულდეს აღნიშნული პროექტი, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ პარლამენტში, მე-10 საჯარო სკოლაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლისთვის ფართის გამოყოფის მოთხოვნით ცოტნე დადიანის ქუჩა გადაკეტეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრობლემების მოგვარების საკითხში აქტიურად იქნებიან ჩართულები.

„რაც შეეხება კითხვას, მეათე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით, ასევე არის უფლებამონაცვლეობით გადმოცემული. კონტრაქტით დასრულების ვადა აქვს 2026 წლის მაისი, თუმცა აქ პრობლემა არის სპორტული მოედნის მშენებლობა, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს აქვს გარკვეული პრობლემები.

ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ ამ პრობლემების მოგვარების საკითხში. ასევე კონტრაქტორი ძალიან დაბალ ტემპში აწარმოებდა სამუშაოებს და ამ მიმართულებითაც აქტიურად გადავდგამთ ნაბიჯებს. გვესმის, გუშინ ჩვენც ვიხილეთ მოსახლეობის, მოსწავლეების და მშობლების გულისწყრომა. შევეცდებით მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულდეს აღნიშნული პროექტი“,- აღნიშნა სოხაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა მეათე საჯარო სკოლისთვის ფართის გამოყოფის მოთხოვნით ცოტნე დადიანის ქუჩა გადაკეტეს. მშობლების განცხადებით, აპროტესტებენ ონლაინ სწავლებას და ითხოვენ, განათლების სამინისტრომ მეათე სკოლას ალტერნატიული ფართი გამოუყოს, ასევე, აშენდეს ახალი სკოლა. მშობლების ინფორმაციით, შენობა ავარიულია, ონლაინ სწავლება კი მათი შვილების „დაღუპვას“ ნიშნავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება