ბელგიის თავდაცვის მინისტრი - თუ რუსეთი ბრიუსელისკენ რაკეტას გამოუშვებს, ნატო მოსკოვს მიწასთან გაასწორებს

ბელგიის თავდაცვის მინისტრის, თეო ფრანკენის განცხადებით, თუ რუსეთი ბრიუსელს თავს დაესხმება, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები „მოსკოვს მიწასთან გაასწორებენ“.

კითხვაზე, ეშინია თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ერთ დღეს ბრიუსელისკენ არაბირთვულ რაკეტას გაუშვებს, ბელგიის თავდაცვის მინისტრმა უპასუხა: „არა, რადგან ამ შემთხვევაში ის ნატო-ს გულს დაარტყამს და ჩვენ მოსკოვს მიწასთან გავასწორებთ“.

ამასთან, ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ეჭვი გამოთქვა, რომ პუტინი ბრიუსელის მიმართულებით რაკეტის გაშვებას გაბედავს. მინისტრის თქმით, მას უფრო რუსეთის შესაძლო ჰიბრიდული ქმედებები აშფოთებს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ეს კომენტარი ბელგიაში რუსეთის საელჩომ პროვოკაციულ და უპასუხისმგებლო განცხადებას შეაფასა.

„სამწუხაროდ, ფრანკენის ავანტიურები იმ მილიტარისტული გადახრის განსახიერებას წარმოადგენს, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება ევროპის ომის პარტიაში“, -განაცხადეს რუსეთის საელჩოში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს