რევაზ სოხაძე განმარტავს, რა სქემით ხდება ამა თუ იმ სკოლის რეაბილიტაციასა თუ მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება

ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე განმარტავს, თუ რა სქემით ხდება ამა თუ იმ სკოლის რეაბილიტაციასა თუ მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

როგორც მან პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას აღნიშნა, პრიორიტეტებს არ განსაზღვრავს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, უწყებას განათლების სამინისტრო აწვდის იმ პრიორიტეტებს თუ სად, რომელი სკოლა ექვემდებარება რეაბილიტაციას თუ მშენებლობას.

მისივე განმარტებით, პროცედურის მიხედვით, სკოლის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად იგზავნება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში.

„[სკოლების რეაბილიტაციის შესახებ] პრიორიტეტებს არ განსაზღვრავს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სისტემა არის შემდეგნაირი: განათლების სამინისტრო ჩვენ გვაწვდის იმ პრიორიტეტებს, თუ სად, რომელი სკოლა ექვემდებარება რეაბილიტაციას, თუ მშენებლობას. სად აქვს განათლების სამინისტროს პრობლემა და ჩვენ ვიწყებთ შესაბამისი პროცედურების განხორციელებას. სკოლის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია იგზავნება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. ძალიან კარგად მესმის, რომ საკმაოდ დიდი დაწოლა აქვს ამ თვალსაზრისით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს. ვერ უმკლავდება ამ მოთხოვნებს. ეს აბსოლუტურად გასაგებია. ალბათ, რაღაც პერიოდი დაგვჭირდება ყველას ერთად იმისთვის, რომ ეს სიტუაცია დასტაბილურდეს. სქემა ასეა - მუნიციპალური განვითარების ფონდი მიმართავს სამხარაულს. თუ სამხარაულიდან მოვა შესაბამისი დასკვნა, რომ სკოლა არ ექვემდებარება რეაბილიტაციას, ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ იმ ტიპური პროექტებით, რომლის უკვე მომზადება მიმდინარეობს, მშენებლობის პროცესს. თუ იქნება სხვანაირი პასუხი, შესაბამისად იმოქმედებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. მოცემული მომენტისთვის, განათლების სამინისტროს მხრიდან პრიორიტეტულად არის განსაზღვრული 135 სკოლა. ყველა ამ სკოლასთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ გადაგზავნილია მოთხოვნა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საექსპერტო დასკვნის მომზადების შესახებ. ეტაპობრივად ვიღებთ პასუხებს და ვიწყებთ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა სოხაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება