ბოლო 9 თვის შესრულების მაჩვენებლებთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2025 წლის 9 თვის ბიუჯეტი 91.5%-ით შეასრულა - გვაქვს, ასევე ქვე პროგრამები, სადაც გადაჭარბებაც გვაქვს, ასევე პროგრამები, სადაც ჩამორჩენაც გვაქვს,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მან ინტერპელაციის წესით უსმენენ.
მისი თქმით, ყველა კომპანიას, რომელიც არაჯეროვნად შეასრულებს სამუშაოებს, თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნება.
„ბოლო 9 თვის განმავლობაში შესრულების მაჩვენებლებთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2025 წლის, 9 თვის ბიუჯეტი 91.5%-ით შეასრულა. სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმა 2025 წლის 9 თვის გეგმა შემდეგნაირად შეასრულეს - საავტომობილო გზების დეპარტამენტს ბოლო 9 თვის განმავლობაში მილიარდ 35 მილიონი შესრულება აქვს, რაც გეგმის 92%-ია.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი - 320 მილიონი ლარი, რაც 9 თვის გეგმის 83%-ია. ასევე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 340 მილიონი, რაც გეგმის 98%-ია.
ასევე, გვაქვს ქვეპროგრამები, სადაც გადაჭარბებაც გვაქვს, თუმცა გვაქვს პროგრამები, სადაც ჩამორჩენაც გვაქვს. ვპროგნოზირებთ, რომ ბიუჯეტში გვექნება გარკვეული ცვლილებები შესატანი. მაგრამ ძირითადი, რაზეც აქცენტი გვაქვს ეს არის შესრულებული სამუშაოების ხარისხი და ამ მიმართულებით კომპრომისი ვერ იქნება. ჩვენ არ შევცვლით იმ მიდგომებს, რომელიც სამინისტროს აქვს.
არსებობს გარკვეული წუხილი, მათ შორის კომპანიების მხრიდან, რომ მათ პრობლემები ექნებათ სამუშაოების შესრულებაში, თუმცა აქვე ვიტყვი, ყველა კომპანიას, რომელიც არაჯეროვნად შეასრულებს თავის სამუშაოს, პრობლემა ექნება თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სანამ ის არ გამოასწორებს შეცდომებს და არ ჩაგვაბარებს უნაკლო პროდუქტს, მანამდე ჩვენ თანხის ანაზღაურებას არ მოვახდენთ.
დღეს, სამინისტროს და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციების პოლიტიკაა, რომ მოხდეს არაუზრუნველყოფილი ავანსების დაქვითვა, როდესაც კომპანიები შესაბამის შესრულებულ სამუშაოებს წარმოადგენენ. რეალურად, შესრულებული სამუშაო არის იმაზე მეტი ვიდრე ეს საკასო შესრულებაა, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
საბოლოოდ, ჩვენ მივიღებთ გაჯანსაღებულ, სწორად ორგანიზებულ პროცესს, რომელშიც სახელმწიფო ინტერესი და საჯარო ინტერესი დაცული იქნება და ჩვენ უფრო ხარისხიან ინფრასტრუქტურას მივიღებთ ქვეყანაში, რომელიც თავისთავად ამ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი საფუძველი და წინაპირობა“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.