თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულის, ანზორ კვარაცხელიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულის, ანზორ კვარაცხელიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი.

ამით მეორე ინსტანციამ არ დააკმაყოფილა ადვოკატისა და პროკურორის საჩივრები და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დატოვა.

უფრო კონკრეტულად, მეორე ინსტანციის სასამართლოს ორივე მხარემ მიმართა. დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი ბრალდებულისთვის განსაზღვრული სასჯელის - 4,5 წლის კიდევ დამძიმებას ითხოვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ განუცხადა, დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

„29 ოქტომბერს დასრულდა საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ადვოკატისა და პროკურორის საჩივრები არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის ფარგლებშიც ანზორ კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“,- განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ, ანზორ კვარაცხელია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიებით დააკავეს. მას 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ანზორ კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება