Bloomberg - დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანთან შეხვედრას 8 ნოემბერს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანთან შეხვედრას 8 ნოემბერს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვედრის ადგილი ჯერ დადგენილი არ არის.

ცნობისთვის, კვირის დასაწყისში ორბანმა განაცხადა, რომ ტრამპს ვაშინგტონში შეხვდებოდა, რათა რუსულ ნავთობზე აშშ-ის სანქციების გავლენისგან უნგრეთის დაცვა განეხილა.

გამოცემა წერს, რომ მეორე მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი ევროპისგან რუსულ ნავთობსა და გაზზე სრულ უარს მოელის. ცოტა ხნის წინ, ვაშინგტონმა სანქციები შემოიღო ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანიის, “როსნეფტისა” და “ლუკოილის” წინააღმდეგ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი