დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, შეხვედრა წარმატებული იქნება.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან წარმატებული შეხვედრა გვექნება“, - აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ სი ძინპინი ძალიან მკაცრი მომლაპარაკებელია. "ეს კარგი არ არის. ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, სი ძინპინი დიდი ქვეყნის დიდი ლიდერია.

„გვექნება გარკვეული დისკუსიები. ვფიქრობ, უკვე ბევრ რამეზე შევთანხმდით და ახლა კიდევ ბევრ რამეზე შევთანხმდებით“, - განაცხადა ტრამპმა.

თავის მხრივ, სი ძინპინმა ამერიკელ კოლეგას განუცხადა, რომ ჩინეთი და შეერთებული შტატები პარტნიორები და მეგობრები უნდა იყვნენ.

„ეს არის ის, რაც ისტორიამ გვასწავლა და რასაც რეალობა მოითხოვს“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

მისი თქმით, მზადაა გააგრძელოს ტრამპთან მუშაობა ორივე ქვეყნის განვითარებისთვის ჯანსაღი ატმოსფეროს შესაქმნელად.

შეხვედრაზე პრეზიდენტები აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო შეთანხმებას განიხილავენ. შეხვედრას, აშშ-ის მხრიდან, ასევე ესწრებიან ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს