სესხის ალტერნატივები საქართველოში – როგორ უნდა შეარჩიო სწორად

დღევანდელ ეკონომიკურ გარემოში, როცა ყოველდღიურად ახალი ფინანსური საჭიროებები ჩნდება, მნიშვნელოვანია იცოდე - რა ალტერნატივები გაქვს სესხის აღებისას.

თუ გინდა, რომ შენი მიზნის განსახორციელებლად ფინანსური დახმარება სწრაფად და მოქნილად მიიღო, შეგიძლია განიხილო სხვადასხვა ტიპის საკრედიტო პროდუქტები - მაგალითად, მიკრობანკი MBC-ის სესხები, რომლებიც მორგებულია როგორც პირად, ისე ბიზნეს საჭიროებებზე.

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ საქართველოში გავრცელებულ რამდენიმე ძირითად სესხის ტიპს და აგიხსნი, რისთვის შეიძლება ისინი გამოგადგეს.

  • სამომხმარებლო სესხი

სამომხმარებლო სესხი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკრედიტო პროდუქტია. მისი საშუალებით შეგიძლია დაფარო ყოველდღიური ხარჯები, შეიძინო ტექნიკა, გადაიხადო სწავლის საფასური, გააკეთო რემონტი და სხვა.

თუ სწრაფად გჭირდება ფული და არ გსურს დამატებითი გარანტიების წარმოდგენა, სამომხმარებლო სესხი შესაფერისი ვარიანტია.

  • ბიზნესსესხი

თუ საკუთარი ბიზნესი გაქვს ან აპირებ მისი გაფართოებას, ბიზნეს სესხი კარგი გამოსავალია. ამ ტიპის სესხი საშუალებას გაძლევს შეიძინო ინვენტარი, გააფართოო წარმოება ან განახორციელო ახალი პროექტები.

ამ ტიპის სესხის მთავარი უპირატესობაა უფრო დიდი თანხების მიღების შესაძლებლობა და მოქნილი დაფარვის გრაფიკი.

  • აგროსესხი

აგრო სესხი გათვლილია ფერმერებზე და აგრო ბიზნესის მფლობელებზე. მისი მეშვეობით შეგიძლია შეიძინო ტექნიკა, თესლი, სასუქი - ან სულაც მიწა დაამუშაო.

ხშირად, ამ ტიპის სესხს თან ახლავს სპეციალური შეღავათები სეზონური შემოსავლების გათვალისწინებით. მაგალითად, მიკრობანკი ემბისი აგრო სესხებზე 11 თვემდე საშეღავათო პერიოდსა და შემოსავლებზე მორგებულ გადახდის გრაფიკს სთავაზობს მომხმარებლებს.

  • სტარტაპ სესხი

თუ ახლა იწყებ საქმეს და გჭირდება საწყისი კაპიტალი, სტარტაპ სესხი დაგეხმარება - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გაქვს პერსპექტიული ბიზნეს გეგმა.

  • იპოთეკური სესხი

იპოთეკური სესხი ყველაზე მასშტაბური და ხანგრძლივი საკრედიტო პროდუქტია, რომელიც საცხოვრებლის ან კომერციული ფართის შესაძენად გამოიყენება.

ამ ტიპის სესხს აქვს შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი და ხანგრძლივი დაფარვის ვადა.

  • ავტოსესხი

თუ ახალი ან მეორადი ავტომობილის ყიდვა გინდა, ავტო სესხი დაგეხმარება სწრაფად მოიძიო საჭირო თანხა. ძირითად შემთხვევაში შესაძლებელია სესხის უზრუნველყოფა თავად ავტომობილით.

  • საკრედიტო ბარათი

საკრედიტო ბარათი საშუალებას გაძლევს ისარგებლო სესხით თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევის ან დაუგეგმავი ხარჯის გამო თანხა დაუყოვნებლივ დაგჭირდათ. კარგი არჩევანია იმ შემთხვევაში, თუ გსურს ფინანსური რეზერვის ქონა ყოველდღიური ხარჯებისთვის. ასევე, თუ სწორად გამოიყენებ, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შემთხვევაში პროცენტი არ დაგერიცხება.

საბოლოოდ, სესხის არჩევა დამოკიდებულია შენს საჭიროებებზე, შემოსავლებზე და გრძელვადიან გეგმებზე.

გახსოვდეს, სესხის აღებამდე ყოველთვის შეადარე პირობები და დარწმუნდი, რომ მისი დაფარვა შენს ფინანსურ შესაძლებლობებს შეესაბამება.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო