თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. მის კანდიდატურას მერვე მოწვევის საკრებულოს უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე დაუჭირა მხარი.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ბექა დავითულიანი აირჩიეს, ხოლო მეორე მოადგილედ თინათინ ნიბლოშვილი. რაც შეეხება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მესამე მოადგილეს, ამ პოსტს ლევან ჯაფარიძე დაიკავებს.

თბილისის საკრებულოში მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა.

ცნობისთვის, ზურაბ აბაშიძე თბილისის მუნიციპალიტეტის წინა, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის პოსტი დაიკავა, ის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

2017-2021 წწ-ში ის იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2012 – 2016 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება