Sky News - კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ქარიშხალ „მელისას“, სულ მცირე, 34 ადამიანი ემსხვერპლა

კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ქარიშხალ „მელისას“, სულ მცირე, 34 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ქარიშხალმა „მელისამ“ მნიშვნელოვანი ზიანი იამაიკას, ჰაიტის, დომინიკელთა რესპუბლიკასა და კუბას მიაყენა.

ბოლო მონაცემებით, იამაიკაზე რვა, დომინიკელთა რესპუბლიკაში ერთი, ხოლო ჰაიტიზე 25 ადამიანი დაიღუპა.

ჰაიტის ხელისუფლების ცნობით, დაღუპულებს შორის 10 ბავშვია, ხოლო 12 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით წყალდიდობის შედეგად, 1000 სახლი დაიტბორა, ხოლო 12 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი „მელისა“ იამაიკას თავს სამშაბათს დაატყდა, სადაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. მოგვიანებით, ქარიშხალმა კარიბის ზღვის აუზის სხვა ქვეყნებისკენ გადაინაცვლა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება